MLT არის ევრაზიის ყველაზე სანდო სატრანსპორტო პროვაიდერი, რომელსაც გააჩნია 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ვართ ზუსტად ის კომპანია, რომელიც თქვენი კომპანიის ბიზნეს საჭიროებებს მოერგება. ჩვენ გთავაზობთ სტანდარტული და არასტანდარტული ზომის და ტიპის ტვირთის ეფექტურ და სანდო მიწოდების მომსახურებას, მათ შორის (და არა მარტო) ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, სოფლის მეურნეობის, მძიმე ინდუსტრიის და ფარმაცევტული სფეროს ჩათვლით.

ჩვენი სატვირთოების ავტოპარკის კომბინირებით ჩვენ შევქმენით პარტნიორების დიდი და კარგად დაკავშირებული ქსელი მსოფლიოს მასშტაბით და გაგვაჩნია ფიზიკური ოფისები და სასაწყობები იტალიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, საქართველოსა და სომხეთში. ჩვენი გეოგრაფიული დაფარვის არეალი მყარია და ადგილობრივი კავშირები კი ღრმა.

ჩვენ ძირითადად სპეციალიზირებულები ვართ საგზაო ტრანსპორტზე და მთელ ჩვენს ძალისხმევას, ცოდნას და ნოუ-ჰაუს ვდებთ ერთი კონკრეტული მიმართულებით, რომელიც ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საუკეთესო ვიყოთ კლასში! ჩვენი მომსახურება მოიცავს ევროკავშირს - დსთ-ს - ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს.

FTL ყოველკვირეული მარშრუტები:

  • თურქეთი – ევროკავშირი (სტანდარტული ბორტიანი, ავტორეფრიჟერატორი)
  • ევროკავშირი – დსთ, ცენტრალური აზია, კავკასია (სტანდარტული ბორტიანი, ავტორეფრიჟერატორი)

LTL დაგეგმილი მარშრუტები:

  • ბენელუქსი – პოლონეთი (LTL მაგისტრალური) - ყოველკვირეული
  • პოლონეთი/იტალია/ნიდერლანდები – თბილისი (LTL მაგისტრალური) - ყოველკვირეული
  • თბილისი – ევროკავშირი (LTL მაგისტრალური) – 2-ჯერ თვეში